ინსულტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თარგი:Underlinked

ინსულტი
ICD-10 I61.-I64.
ICD-9 434.91
OMIM 601367
DiseasesDB 2247
MedlinePlus 000726

ინსულტითავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.

ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.

ინსულტის დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება. მაგრამ, თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.

იშემიური ინსულტი მაგისტრარული სისხლძარღვის ათეროსკლეროზული დაზიანებისას ხდება. ათეროსკლეროზული ფოლაქი თრომბის სახით სისხლძარღვის სანათურის სხვადასხვა ხარისხით დახშობას იწვევს და ტვინის სისხლმომარაგებას არღვევს. მისი შედეგი კი ტვინის ქსოვილის რაღაც ნაწილის იშემია (ჟანგბადოვანი შიმშილობა) და დაღუპვაა.

ჰემორაგიული ინსულტი წარმოადგენს ტვინში განვითარებულ სისხლჩაქცევას. იგი უმეტესად ვითარდება არტერიული წნევის მომატებისას. მაღალი წნევის ფონზე ტვინის რომელიმე სისხლძარღვის კედელი ზიანდება და ხდება სისხლის ჩაქცევა ტვინის ნივთიერებაში. ამას ტვინის შესაბამისი უბნისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გაჩენა მოჰყვება.

ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, მესამე გამოცემა, ISBN 978-9941-19-431-3.