ტულოუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტულოუ*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Chuxi tulou cluster.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 25°01′23″ ჩ. გ. 117°41′09″ ა. გ. / 25.02306° ჩ. გ. 117.68583° ა. გ. / 25.02306; 117.68583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1113
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
Snail pit tulou.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1113
რუს.ინგლ.ფრ.

ტულოუ (ჩინ. 福建土楼) — უჩვეულო არქიტექტურის, ციხესიმაგრის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობების კომპლექსი ჩინეთის ფუძიანისა და გუანდუნის პროვინციებში.[1] მათი უმრავლესობა XII-XX საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა.[2]

ნაგებობები წრიული ან მართკუთხა ფორმისაა და 3-5 სართულისაგან შედგება, განკუთვნილია 80 ოჯახის საცხოვრებლად. პირველი შენობები ჰაკას ეთნიკური ჯგუფის მიერ აშენდა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ ჩინეთიდან გადმოსახლდნენ. ადგილობრივები მათ არამეგობრულად შეხვდნენ და ამით აიხსნება მათ მიერ ამგვარი დახურული შენობების აგება.

მრგვალი შენობების დიამეტრი 50 - 90 მეტრია, გარე კედლების სისქე 1-2 მეტრია. ზედა ნაწილში, გასდევს ვიწრო ჭრილები. მინიმალურია ჭიშკრების რაოდენობა. ზოგიერთი მათგანი გრანიტითაა ნაგები, ხოლო უმრავლესობა თიხის, ქვიშისა და კირის ნარევით. შენობების საერთო რიცხვი 46-ია.

1987 წელს, იუნესკომ ნაგებობები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „უნიკალური მაგალითი განსხვავებული არქიტექტურისა და თავდაცვის მიზნით ადამიანთა საერთო, ჰარმონიული თანაცხოვრებისა".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Joseph Needham, Science and civilisation in China V4 pt3. p133-134, 1971 Cambridge University Press
  2. Fujian Tulou. UNESCO World Heritage Centre
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტულოუ&oldid=2396994“-დან