ჰოჰ-ხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოჰ-ხილი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ჰოჰ-ხილი აგვისტოში
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** ცინგხაი
კოორდინატები 35°22′49″ ჩ. გ. 92°26′21″ ა. გ. / 35.38028° ჩ. გ. 92.43917° ა. გ. / 35.38028; 92.43917კოორდინატები: 35°22′49″ ჩ. გ. 92°26′21″ ა. გ. / 35.38028° ჩ. გ. 92.43917° ა. გ. / 35.38028; 92.43917
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 1540
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1540
ინგლ.რუს.ფრ.

ჰოჰ-ხილი ან ქექესილი (მონღ. „ლურჯი ქედი“), ასევე Aqênganggyai „ათი ათასი მთის მბრძანებელი“) — იზოლირებული რეგიონი ცინგხაი-ტიბეტის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 2017 წლის 7 ივლისს ცინგხაიში მდებარე ჰოჰ-ხილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, როგორც „მსოფლიოს უმაღლესი და უდიდესო პლატო“.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი მოიცავს 83,000 კვადრატულ კილომეტრს ზღვის დონიდან საშუალოდ 4,800 მეტრის სიმაღლეზე, გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თანგკულასა და კუნლუნის მთათა სისტემებს შორის ჩინეთის ტიბეტის ავტონომიური რეგიონის, ცინგხაის პროვინციისა და სინძიანგის ტერიტორიებზე. ჰოჰ-ხილის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ჩუმარის (ჩინ.: 楚瑪爾河) დრენაჟით, არის მდინარე იანძის ერთ-ერთი მთავარი სათავე. დანარჩენი რეგიონი არის ენდორეული, მრავალი იზოლირებული ტბის დრენაჟით; ამ ტერიტორიას ჰიდროლოგები ზოგჯერ „ჰოჰ-ხილის ტბის რაიონს“ უწოდებენ.[2] რეგიონის 45,000 კვადრატული კილომეტრი, რომლის საშუალო სიმაღლე 4600 მეტრს შეადგენს, 1995 წელს ეროვნულ ნაკრძალად გამოცხადდა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს ჭიტუოს და ციუმალაის ოლქების დასავლეთ ნაწილს ცინგხაიში. მთა პუქატაპან ფენგი ითვლება ჰოჰ-ხილის ნაწილად.[3]

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოჰ-ხილი ვულკანური რეგიონია. მიმდებარე ჩრდილოეთ ტიბეტის ვულკანური ველი შეიცავს უამრავ გვიან კაინოზოურ ვულკანს. ამ მხარეში ჰავაის სტილის რამდენიმე ვულკანია. პამაციონგწონგს უჭირავს 300 კმ2 ფართობი და მოიცავს მწვერვალზე ჩრდილო-აღმოსავლეთით სრულყოფილად შემონახულ ლავის ნაკადს, რომელიც ფარავს ტბის მეოთხეულ დანალექ ქანებს. არეალი შეიცავს პერალკალურ ფონოლიტურ და ფოიდიტურ ქანებს. იონგპოხუს ვულკანს აქვს ხუთი დაციტური, ტრაქიანდეზიტური და ანდეზიტური ხვრელი. ციანგპაციენი მოიცავს ფართო ტერიტორიას კუნლუნის მთის ქედის სამხრეთი საზღვრის გასწვრივ. ქექესილის კალდერაში არსებული კონუსი მიჩნეული იყო, რომ 1973 წელს სატელიტის ფოტოზე ამოფრქვევისას დაფიქსირდა, თუმცა, ახლა ითვლება, რომ იგი ისტორიულად არ ყოფილა აქტიური.[4] სინონიმები და ქვეფუნქციები

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკაცრი კლიმატის მიუხედავად, ჰოჰ-სილში ბინადრობს 230-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი, რომელთაგან 20 დაცულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ, მათ შორისაა გარეული იაკი, კიანგი, თეთრტუჩა ირემი, მურა დათვი და გადაშენების პირას მყოფი ტიბეტური ანტილოპა ან ჩირუ. მურა დათვების ძირითადი საკვებია პლატოს პიკა, პატარა მღრღნელი, რომელიც რეგიონში მრავლადაა. დათვები ასევე იკვებებიან იაკითა და ანტილოპებით.[5] აქამდე ნაკლებად ცნობილი რეგიონი და მისი ბინადარი ტიბეტური ანტილოპა ცნობილი გახდა ჩინეთში 2004 წელს ფილმის ქექესილი: მთის პატრული გამოსვლის შემდეგ. ჭუონაის ტბა (卓乃湖) ჰოჰ-სილში ცნობილია, როგორც ტიბეტური ანტილოპების თავშეყრის ადგილი. [6]

ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცინგწანგის რკინიგზა და ჩინეთის 109-ე ეროვნული გზატკეცილი გადის ნაკრძალის აღმოსავლეთ საზღვარზე.[7] ამ მხარეში აშენდა ფენგხუოშანის გვირაბი, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალი სარკინიგზო გვირაბი. იგი 1338 მეტრი სიგრძისაა, ხოლო მისი შესასვლელები ზღვის დონიდან 4905 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Qinghai Hoh Xil.
  2. Zheng, Mianping (1997), An introduction to saline lakes on the Qinghai-Tibet Plateau, Volume 76 of Monographiae biologicae, Springer, p. 21, ISBN 0-7923-4098-1, https://books.google.com/books?id=NvD-RMX58cIC&pg=PA21
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. zh-hans. ციტატა: „"可可西里地区山峦绵延起伏,{...}有青海第一高峰布喀达板峰"“ ციტირების თარიღი: 23 April 2018.
  4. Global Volcanism Program | Unnamed.
  5. Xu Aichun, Jiang Zhigang, Li Chunwang, Guo Jixun, Wu Guosheng, Cai Ping, "Summer Food Habits of Brown Bears in Kekexili Nature Reserve, Qinghai: Tibetan Plateau, China". Ursus, Vol. 17, No. 2 (2006), pp. 132-137
  6. 探秘可可西里产房 --可可西里.
  7. Environmental Protection Along the Qinghai-Tibet Railway. ციტირების თარიღი: 2005-05-05