უტაიშანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უტაიშანის მთა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Wutai Shan temple grounds.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 39°01′50″ ჩ. გ. 113°33′48″ ა. გ. / 39.03056° ჩ. გ. 113.56333° ა. გ. / 39.03056; 113.56333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1279
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1279
რუს.ინგლ.ფრ.

უტაიშანი (ჩინ. 五台山) — წმინდა მთა, ერთ-ერთი ჩინური ბუდიზმის ოთხი წმინდა მთიდან. მდებარეობს ჩინეთის შანსის პროვინციაში. მთაზე განლაგებულია 53 უმნიშვნელოვანესი მონასტერი.

ოთხი წმინდა მთიდან თითოეული, მიჩნეულია ოთხი დიდი ბოდჰისატვას საცხოვრებელ ადგილად. უტაიშანი მიიჩნევა სიბრძნის ბოდჰისატვა მანჯუშრის საცხოვრებლად. ამ მთას მტკიცე ურთიერთობები აქვს ასევე ტიბეტურ ბუდიზმთან.

უტაიშანი პირველია ოთხი წმინდა მთიდან, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა და ხშირად იწოდება, როგორც „პირველი ოთხ დიდ მთას შორის". მისი იდენტიფიკაცია მოახდინა ავატამასკა სუტრამ, რომელმაც მრავალი ბოდჰისატვას საცხოვრებელი აღწერა. ის წერს, რომ მანჯუშრი ცხოვრობს „ნათელ, ცივ მთაზე" ჩრდილო-დასავლეთით. სწორედ ამ ჩანაწერების შედეგად მოხდა თითოეული მთის იდენტიფიკაცია.

მთაზე წარმოდგენილი არქიტექტურა ძირითადად ხისგანაა ნაგები. უმთავრესი ორი მონასტერი ახ. წ. 782 - 857 წლებში აშენდა და მხოლოდ 1937-1938 წლებში იქნა აღმოჩენილი.

2000 წელს, იუნესკომ უტაიშანის მთა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: