ლუნმენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუნმენის მღვიმეები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Longmen.jpg
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°28′00″ ჩ. გ. 112°28′00″ ა. გ. / 34.46667° ჩ. გ. 112.46667° ა. გ. / 34.46667; 112.46667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1003
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1003
რუს.ინგლ.ფრ.

ლუნმენის მღვიმეები (ჩინ. 龍門石窟) — ბუდისტური მღვიმე-ტაძრების კომპლექსი ჩინეთის ხენანის პროვინციაში, ქალაქ ლოიანიდან 12 კმ-ით სამხრეთით. მღვიმეები მასიურადაა მოხატული და დეკორირებული ბუდისტური თემატიკით და განლაგებულია ორი მთის გასწვრივ. მათ შორის გაედინება მდინარე ი. მღვიმეებით დაფარული ტერიტორიის სიგრძე ერთი კმ-ია. მოგაოსა და იუნგანის მღვიმეებთან ერთად, ლუნმენი ჩინეთის ყველაზე ცნობილ, უძველეს სკულპტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ლუნმენის მღვიმეებში მდებარეობს 2100 ნიში, 100 000 სკულპტურა, 40 პაგოდა და 3600 სტელა.

მღვიმეების მშენებლობა 493 წლიდან, ჩრდილოეთ ვეის დინასტიის ზეობის დროს დაიწყო, მაგრამ მათი 60% მოგვიანებით, ტანის დინასტიის დროსაა შექმნილი (VII—IX სკ).

2000 წელს, იუნესკომ ლუნმენის მღვიმეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მთავარი მღვიმის პანორამა