იუნგანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| უნგანის მღვიმეები* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
|
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
| ნომერი | 1039 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1039 რუს. • ინგლ. • ფრ. |
იუნგანის მღვიმეები (ჩინ. 云冈石窟) — უძველესი ბუდისტური ტაძარი-მღვიმეები ჩინეთის შანსის პროვინციაში, ქალაქ დატონგის სიახლოვეს. წარმოადგენს კლდეში ნაკვეთი არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშებს და ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკულპტურულ ძეგლს.
კომპლექსი შედგება 252 ხელოვნურად გამოკვეთილი გამოქვაბულისგან და მოიცავს ბუდას 51 000 ქანდაკებას, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 17 მეტრს აღწევს. გამოქვაბულები ძირითადად ახ.წ. 460 - 525 წლებში, ჩრდილოეთ ვეის დინასტიის პერიოდში აიგო, როცა ჩინურმა ბუდიზმმა აღმასვლა დაიწყო.
2001 წელს, იუნესკომ იუნგანიმსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „შედევრი ადრეული ჩინური ბუდიზმის მღვიმის ხელოვნებისა".
გალერეა[რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- UNESCO World Heritage page about Yungang Grottoes
- Protecting the Yungang Grottoes from Air Pollution Damage
|
|||||||||||||