სიდი (ჩინეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ ანხუის ძველი სოფლები - სიდი და ხუნცუნი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 29°54′16″ ჩ. გ. 117°59′15″ ა. გ. / 29.90444° ჩ. გ. 117.98750° ა. გ. / 29.90444; 117.98750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1002
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1002
ინგლ.რუს.ფრ.

სიდი (ჩინ. 西递) — სოფელი ჩინეთის ანხუის პროვინციის სამხრეთში. 2000 წელს, სოფელ ხუნცუნთან ერთად იუნესკოს მიერ შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და გაფორმდა როგორც „სამხრეთ ანხუის ძველი სოფლები".[1][2]

პირველი მშენებლობები ამტერიტორიაზე 1049–1053 წლებშ, სუნის დინასტიის დროს დაიწყო. ამ დროს სოფელს სიჩუანი (დასავლეთის მდინარე) ერქვა. ამ დროს აქ გადმოსახლდა ჰუს ოჯახი, რომლებმაც ხელი მშენებლობასა და ვაჭრობის განვითარებას მიჰყვეს. სოფლემა განვითარების მწვერვალს XVII-XIX საუკუნეებში მიაღწია, მაგრამ ცინის იმპერიის დასასრულისას, ფეოდალური სისტემის დაშლისთანავე დაკნინდა.

სოფელი მთებითაა გარშემორტყმული. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოედინება მდინარეები, რომლებიც დასახლების სამხრეთში მდებარე ხიდთან ერწყმიან ერთმანეთს. სოფელს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ერთი მთავარი და ორი პარალელური ქუჩა კვეთს.

სოფლეში მინისა და ცინის დინასტიების დროს აშენებული მრავალი არქიტექტურულად გამორჩეული შენობა მდებარეობს, რომლებიც ძირითადად ხითა და აგურითაა ნაგები, გამოირჩევიან შესანიშნავი ორნამენტებით. მათი დიდი ნაწილი მდინარის გასწვრივაა აგებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ancient Villages in Southern Anhui - Xidi and Hongcun. UNESCO. ციტირების თარიღი: 2008-10-08.
  2. Xidi and Hongcun Villages. China.com (2008-09-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2008-10-08.