სანციანშანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სანციანშანის ეროვნული პარკი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
| ნომერი | 1292 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1292 რუს. • ინგლ. • ფრ. |
სანციანშანი (ჩინ. 三清山) — მთის მასივი და ეროვნული პარკი ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში, ქალაქ ნანჩანიდან 215 კმ-ით აღმოსავლეთით. 2008 წელს შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია უღრანი ტყეები და მათ შუაგულში მდებარე გრანიტის კლდეთა ჯგუფები.
ეროვნული პარკი მოიცავს 22 950 ჰა-ს და მდებარეობს ჰუაიუს მთათა სისტემის დასავლეთით. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 მწვერვალი და 89 გრანიტის სვეტი, რომლებიც ძალიან ჰგვანან ადამიანთა თუ ცხოველთა სილუეტებს. უმაღლესი მწვერვალია სანციანშანი, 1 817 მ ზღვის დონიდან. პარკი დაფარულია ზომიერი სარტყელის ტყეებით, მაგრამ გარს სუპტროპიკული მცენარეულობა აკრავს. გავრცელებულია 1000 სახეობის მცენარე და 800 სახეობის ცხოველი.
მთებში მდებარეობს დაოსიზმის ტაძარი.
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ჩინეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- http://www.sanqingshan.net.cn/PIC/1shi/datu/D10.jpg
- http://www.sanqingshan.net.cn/english/fengguang/yujing.asp
|
|||||||||||||