ტროის ცხენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერძნული მითოლოგია
ღმერთები
გმირები
სხვები
დომენიკო ტიეპოლოს ფრესკა. (1773) ცხენი შეაქვთ ტროაში

ტროის ცხენიტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც ჩასხდნენ რჩეული ბერძენი ვაჟკაცები. ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროის კარებთან და თითქოს ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან გააბრუნეს. ტროელებმა ეს ღმერთების მიერ მიძღვნილ საჩუქრად მიიღეს, დაუჯერეს ცბიერ ტყვე სინონის რჩევას და ლაოკოონის წინასწარმეტყველების მიუხედავად ცხენი დიდის გაჭირვებით ქალაქში შეაგორეს.

ტროის აღება [რედაქტირება]

ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს.

გადატანითი მნიშვნელობით დანაელთა (ბერძნებს დანაელებსაც უწოდებდნენ) საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ რაიმეს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს. [1]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 296 - თბილისი, „განათლება“, 1972.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: