ჰექტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰექტორი (ბერძნ. Ἕκτωρ / Héktôr), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის მეფის პრიამეს და ჰეკაბეს ვაჟი, ანდრომაქეს ქმარი, ტროის ომის მამაცი, კეთილშობილი, ჭკვიანი, სამართლიანი, სამშობლოსათვის თავდადებული გმირი, ტროელთა მხედართმთავარი „ყოველ საქმეში გამორჩეული, ვითარცა ღმერთი მოკვდავთა შორის“ (ჰომეროსი). ჰექტორმა თავიდანვე იცოდა, რომ ტროის ბედი განწირული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეუპოვრად იბრძოდა ბრძოლის ველზე. ბოლოს მოკლა პატროკლე, რის გამოც გამძვინარებულმა აქილესმა შუბით განგმირა იგი. ჰექტორის მომხიბლავი სახე ფართოდ აისახა ხელოვნებასა და ლიტერატურაში (პეტერ პაულ რუბენსი, ფრიდრიხ შილერი და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გელოვანი ა., ქსე, ტ. 11, გვ. 638, თბ., 1987