აბანტები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბანტი (მრავალმნიშვნელოვანი).

აბანტები (ძვ.-ბერძნ. Ἄβαντες) - თრაკიელთა ამაყი და მამაცი ტომი, ფეხმარდი და გრძელთმიანი შუბოსნები, იონელთა ნაწილი, მათი მოკავშირენი[1], ველურნი და შეუპოვარნი: უძველეს წარსულშივე ფოკიიდან კუნძულ ევბეაზე გადასახლდნენ და ისე გაძლიერდნენ, რომ ტროას ომში აქაველებს 40 გემით მიაშველეს თავიანთი მეომრები[2]. აბანტების ბელადს ელეფენორს, ქალკოდონტის ძეს, თეზევსის შვილებიც შეუერთდნენ[3]. ომის დამთავრების შემდეგ, ბერძენთა ძნელბედობა მათაც გაიზიარეს: ტალღებმა კერავნიის კლდეებს მიანარცხეს მათი რვა გემი. თვით ელეფენორმა, ოდესღაც ელენეს ხელის მაძიებელმა გმირმა, ტროაში ჰპოვა სამარე, გადარჩენილმა აბანტებმა კი იონიაში ქალაქი ააშენეს.[4][5][6]


[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე