თეტიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეტიდა (ძვ. ბერძნ. Θέτις, ლათ. Thetis) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში[1]ნერეიდა, ნერევსის და ოკეანიდი დორისის ქალიშვილი[2], თესალიური გადმოცემით — კენტავრ ქირონის შვილი. „მათი ქვედა წელი ქერცლით ჰქონდათ დაფარული, როგორც თევზებს“[3].

თეტიდა შემწე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომეროსის შემდოგ თქმულებებში ჩანს, რომ თეტიდის დახმარებით არგონავტებმა შეძლეს სრუტის გავლა სცილასა (სკილა) და ქარიბდას გვერდით ავლით. ის დაცურავდა დელფინზე ამხედრებული.[4]

ის დაეხმარა დიონისეს ლიკურგიუსისაგან (ძვ. ბერძნ. Λῠκοῦργος) თავის დაღწევაში,[5] ასევე ის დაეხმარა ჰეფესტოსს ლემნოსზე.[6]

წინასწარმეტყველება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეტიდა გაიზარდა ჰერას მზრუნველობით, და ერთი თქმულების მიხედვით თავი აარიდა ზევსთან კავშირს სწორედ ჰერას გულისათვის. რის გამოც ზევსმა ის მოკვდავთან კავშირი უბრძანა[7], მისი ქორწინება ჰერამ მოაწყო [8].

სხვა თქმულებით, თეტიდეს უწინასწარმეთყველეს რომ მისი ვაჟიშვილი მამამისზე უფრო ძლიერი იქნებოდა, რის შესახებ არავინ იცოდა პრომეთეს გარდა[9]. ასე ან მოირებმა[10] ან თემიდამ იწინასწარმეტყველეს[11], ან პროტეი [12], ან ეს შეატყობინეს ზევს[13].

ზევსს სურდა მისი დაუფლება და მისდევდა თეტიდას, როდესაც კავკასიონის მთებს მიაღწია, პრომეთეს შეხვდა, რომელმაც გაუხსნა წინასწარმეტყველობა, შეშინებული ზევსი იმით რომ მისგან გაჩენილი თეტიდას ვაჟი მასვე ჩამოაგდებდა ტახტიდან, გადაწყვიტა ის მოკვდავისათვის მიეთხოვებინა. ასეთი მოკვდავი იყო ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე პელევსი, მაგრამ საპატარძლო სულ არ მიილტვოდა ქორწინებისაკენ.

მასზე დაქორწინების სურვილით ერთმანეთს ექიშპებოდნენ ზევსი და პოსეიდონი[14], მაგრამ პომეთემ გადააფიქრებინა ზევსს[15].

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელეი მისდევს თეტიდას

ფეტიდა რამდენიმე ხნის განმავლობაში თავს არიდებდა პელევსს, ის თხოვნით მიმართავდა ხან ცეცხლს, ხან წყალს, ხან ლომს, ხან გველს [16] (ოვიდიუსის მიხედვით, ფრინველს, ხეს, ვეფხვს), მაგრამ პელევსი ქირონის რჩევებით ყველა წინააღმდეგობას ართმევდა თავს და იმარჯვებდა[17], ბოლოს და ბოლოს სანამ არ დაეუფლა თეტიდას[18]. პელინის მთებში კენტავრ ქირონის გამოქვაბულში იყო ქორწილი, სადაც ბრწყინვალე საჩუქრებით მოვიდა ყველა ოლიმპიელი ღმერთი. პტოლემეოს გეფესტიონის მიხედვით, ზევსმა თეტიდას აჩუქა ფრთები, გეფესტოსმა პელევსს ხმალი, აფროდიტემ — ფიალა ეროტის გამოსახულებით, ჰერამ — კაცის ტანსაცმელი (Χλαμύς), ათენამ — სალამური,[19].

ამ ქორწინებიდან დაიბადა ერთადერთი ვაჟი აქილევსი[20]. ფსევდო-ჰესიოდესის თქმით, თეტიდას ჰყავდა რამდენიმე (ვარაუდით 6) ვაჟი, მაგრამ ყოველთვის ახალდაბადებულ ვაჟს მდუღარე ქვაბში ავლებდა (ან ცეცხლში), რათა შეემოწმებინა მოკვდავია თუ არა ბავშვი. ასე იყო სანამ არ დაიბადა აქილევსი, რომელიც დროზე იქნა გადარჩენილი მამის მიერ, ამიტომ თეტიდამ მიატოვა ქმარი[21].

თეტიდა და მისი ვაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელევსის მიტოვების შემდეგ თეტიდა როგორც ზღვის ღვთაება ჩასახლდა ზღვის ფსკერზე, საიდანაც თვალყურს ადევნებდა თავისი ვაჟის ბედს. მისი განზრახვით აქილევსი (რომელსაც უწინასწარმეტყველეს რომ ტროა იქნება აღებული მისი დახმარებით, მაგრამ თვითონ დაიღუპება) — გოგოდ გადაცმული აღსაზრდელად მიბარებული ჰყავდა სკიროსის მეფეს ლიკომედეს, ვის ქალიშვილებთანაც იზრდებოდა აქილევსი (ნახე. დეიდამია). და ილიადა სადაც ის იღებს უშუალო მონაწილეობას აქილევსის ბედის გადაწყვეტაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მსოფლიო ხალხთა მითოლოგია. მ., 1991-92. 2 ტ. ტ.2. გვ.561-562, ლიუბკერი ფ. მ., 2001. 3 ტ. ტ.3. გვ.396; ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 2, 7
  2. ჰესიოდე. თეოგონია 244
  3. ლოსევი ა. ფ. ბერძნებისა და რომაელების მითოლოგია. მ., 1996. გვ.56
  4. ტიბულ. ელეგიები I 5, 46
  5. ჰომეროსი. ილიადა VI 136; ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა III 5, 1; კვინტ სმირნსკი. ჰომეროსოს შემდეგ II 546-548
  6. ჰომეროსი. ილიადა XVIII 395; ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 3, 5
  7. ჰესიოდე. ქალთა ჩამონათვალი, გვ.210
  8. ჰომეროსი. ილიადა XXIV 60; აპოლონი როდოსელი. არგონავტიკა IV 796
  9. გიგინ. მითები 54
  10. გიგინ. ასტრონომია II 15, 4
  11. ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა III 13, 5
  12. კომენტარები დ.ო.ტორშილოვას წიგნში. გიგინ. მითები., 2000. გვ.75
  13. ანონიმი მითოგრაფი. // 1972. С.174
  14. ისტმიური სიმღერები VIII 28
  15. ლუკიანე. ღმერთების ბაასი 1
  16. სოფოკლე.აქილევსის თაყვანისმცემლები, 150
  17. ფეტიდის გარდასახვები ნახ. გრეივსი რ.თეთრი ქალღმერთი. ეკატერინბ., 2005. ფ.156
  18. ოვიდიუსი. მეტამორფოზები XI 229-265
  19. შენიშვნა ვ.გ.ბორიხოვიჩის წგ-ში. აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა. ლ., 1972. ფ.174; კომენტარი დ.ო.ტორშილოვა წგ-ში. გიგინ. მითები. 2000. ფ.114
  20. ჰომეროსი. ილიადა I 413; ჰომეროსი. ოდისეა XI 547
  21. ფსევდო-ჰესიოდე. ეჰიმია, 300