სალამინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალამინი
მშობ. სახელი: Σαλαμίνα
გეოგრაფია
კოორდინატები 37°56′ ჩ. გ. 23°30′ ა. გ. / 37.933° ჩ. გ. 23.500° ა. გ. / 37.933; 23.500
ფართობი 91,503 კმ²
უმაღლესი წერტილი 375 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 39 283 (2011)
სიმჭიდროვე 429,31 /კმ²
ოფიციალური საიტი salamina.gr

სალამინი (ბერძ. Σαλαμίνα) — კუნძული საბერძნეთში, მდებარეობს ათენის ახლოს, სარონიკოსის ყურეში. შედის სარონიკის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია 91,503 კმ²,[1] მოსახლეობა 39 283 ადამიანი (2011)[2] შედის ამავე სახელწოდების დიმის შემადგენლობაში, ატიკა. დიმის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სალამინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში კუნძულის დასაუფლებლად ხანგრძლივი ბრძოლა მიმდინარეობდა ათენსა და მეგარას შორის.

ძვ. წ. 480 წელს სალამინთან გაიმართა ანტიკურობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა, რომელშიც ბერძნებმა თემისტოკლეს ხელმძღვანელობით დაამარცხეს სპარსეთის ფლოტი.

სალამინი ასევე ცნობილია, როგორც აიაქსის კუნძული. აიაქსი იყო ჰომეროსის გმირი, რომელიც ხელმძღვანელობდა სალამინელებს ტროის ომში. ოსმალების მმართველობის პერიოდში კუნძულს ერქვა კულური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]