ლაოკოონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაოკოონი


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სქესი: მამრობითი
მამა: Acoetes და Capys
მეუღლე: Antiope
შვილები: უცნობი და Antiphas
გამოსახულებები

ლაოკოონი (ძვ. ბერძნ. Λᾱοκόων) — ბერძნულ მითოლოგიაში, აპოლონის ქურუმი ტროაში.

იგი იყო ანკეტის შვილი (ჰიგინის მიხედვით), ანჰისის ძმა და აპოლონის ქურუმი. მან აპოლონის ნების საწინააღმდეგოდ იქორწინა და ქვეყანას საკუთარი შვილები მოუვლინა. ემფორიონის თანახმად, აპოლონი სასტიკად განრისხდა მასზე, ვინაიდან ლაოკოონი და მისი მეუღლე აპოლონის ქანდაკების ქვეშ შეწყვილდნენ. ერთ-ერთი ტროელის, ანთენორის გადმოცემით, მისი ორი შვილი ტყუპები იყვნენ.

ერთი ვერსიით, აპოლონმა ლაოკონის მოსაკლავად გააგზავნა ორი გველი, რომლებმაც ზღვა გადაცურეს და შეჭამეს ლაოკოონის შვილები ანტიფანტი და თიმბროსი, ხოლო შემდეგ თვით ლაოკოონიც მოგუდეს. მეორე ვერსიით, ყველაფერი ათენას განრისხებას მოჰყვა და გველებმა თავი ათენას ქანდაკების ფარს შეაფარეს (ან ისინი კუნძულ კალიდნიდან მოცურდნენ და ადამიანებად გადაიქცნენ). არქტინის ვერსიით, გველებმა მხოლოდ ლაოკოონი და მისი ერთი შვილი მოკლეს. ერთ-ერთი მითის მიხედვით კი გველების მიერ მხოლოდ მისი შვილები იქნენ გაგუდულნი, ხოლო თვით ლაოკოონი ცოცხალი გადარჩა, რათა სამუდამოდ ეტირა საკუთარი ბედი. ლაოკოონს ვხვდებით სოფოკლეს ტრაგედიაში “ლაოკოონი” (370-377). აქ იგი ანჰისის ძმაა.

ლაოკონის ისტორიამ მხატვრობაშიც ჰპოვა ასახვა – მაგალითად ელ გრეკომ შექმნა რამდენიმე ნახატი, რომლებზეც ქურუმი და მისი შვილებია გამოხატული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]