აქაველები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქაველები — ერთ-ერთი ძველი ბერძნული ტომი, რომელიც თავდაპირველად თესალიაში სახლობდა. ფიქრობენ, რომ კონტინენტურ საბერძნეთში აქაველები სხვა ელინურ ტომებთან ერთად დასახლებულან ძვ. წ. 1900 ან ძვ. წ. 1600 წლების შემდგომ. მოგვიანებით სახელწოდება „აქაველები“ სხვა ბერძნულ ტომებზეც გავრცელებულა. ჰომეროსთან აქაველებს ეწოდებათ ტროის ომის ეპოქის ბერძნებს. აქაველებმა შექმნეს ეგეოსის კულტურასთან ახლო მდგომი მიკენის კულტურა. ძვ.წ XIII საუკუნის შუა ხანებიდან, ტროის ომის ეპოქის შემდეგ, აქაველების ძლიერება დაეცა, ძვ.წ XII საუკუნიდან კი, დორიელთა შემოჭრის შემდეგ, მათმა ნაწილმა საბერძნეთიდან დასავლეთ მცირე აზიასა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე იწყო გადასახლება, ხოლო ნაწილი კორინთის სრუტის ნაპირებზე დასახლდა და აქაიას ოლქი შექმნა. ძვ. წ. VIII საუკუნეში აქაველებმა სამხრეთ იტალიაში დააარსეს მთელი რიგი კოლონიები: სიბარისი, კროტონი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]