პორტალი:ლგბტ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

ლგბტ პორტალში

ვიკი-პორტალი ლესბო-გეი-ბი-ტრანსსექსუალურ თემებზე
Gay flag.svg Transparent square.svg Bi flag.svg Henri de Toulouse-Lautrec 014.jpg Lesbian couple Sacramento-snipped.jpg
რედ. რჩეული სტატია
სტოუნუოლ ინი - ღამის კლუბი ნიუ-იორკში, სადაც ჯანყი დაიწყო.

სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსსექსუალების ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომო- და ტრანსსექსუალი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც შემდგომში გამოძახილი ჰპოვა სხვა ქვეყნების ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც. ეს ინციდენტი, რომესაც ასევე სტოუნუოლის ამბოხს, სტოუნუოლის რევოლუციას ან უბრალოდ სტოუნუოლს უწოდებენ შემდეგში დასაბამს უდებს გეი-პრაიდისა და დაიკ-მარშების პარადებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

სტოუნუოლის ამბოხის შემდეგ ლგბტ აქტივისტებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც "Gay Liberation Front" (გეი განმანთავისუფლებელი ფრონტი) დაარქვეს. სახელი შეირჩა იმჟამად აქტიური ვიეტნამისა და ალჟირის ანტიიმპერიალისტური წიინააღმდეგობების მოძრაობების ასოციაციით. პოლიციის მიერ გეი-ბარებისა და დისკოთეკების დარბევა აშშ-ის ქალაქებში გეი-ცხოვრების განუყრელი მოვლენა იყო 1960-იან წლებამდე, როდესაც ბარების უეცარი დარბევები დიდ ქალაქებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ფაქტს უკავშირებენ დარბევებთან დაკავშირებულ გახშირებულ სასამართლო პროცესებსა და კოლუმბიის უნივერსიტეტის აქტივისტების მიერ დაარსებული ჰომოფილთა მოძრაობის მწვავე წინააღმდეგობას.

რედ. რჩეული ბიოგრაფია
მარსელ პრუსტი

მარსელ პრუსტი (Marcel Proust; 1871-1922), ფრანგი მწერალი, მოდერნიზმის მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი. ავტორი მონუმენტალური რომანისა ”დაკარგული დროის ძიებაში” (7 წიგნი, 16 ტომად).

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, დაუპირისპირდა XIX ს. რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს. საზოგადოებრივ მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების მცდელობა მან შეცვალა მოვლენათა ინტუიციური წვდომის შედეგად მოპოვებული სუბიექტური მონაცემებით. პორტრეტის ხატვისას იგი ზოგადადამიანური საწყისიდან გამოდის და არ ცნობს ადამიანის პიროვნების სოციალური განსაზღვრულობის ფაქტს. პრუსტი ბერგსონის ფილოსოფიურ მოძღვრებასა და ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას დაცული არ არის დროული თანამიმდევრობა, ამიტომ ძირეულადაა შეცვლილი რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგა. მწერალი ცდილობს მოუძებნოს ახსნა ადამიანის ფსიქოლოგიის და ინტელექტის კანონებს, ინტუიციის მექანიკას.

რედ. სიახლეები






რედ. ციტატები
ვიკიციტატა
„რატომ არის, რომ როგორც კულტურას, ჩვენ უფრო ბუნებრივად გვეჩვენება ორი მამაკაცი იარაღით ხელში, ვინემ ხელჩაკიდებული?“
რედ. იცოდით, რომ...
ოსკარ უაილდი
  • ...ოსკარ უაილდმა "უმსგავსო საქციელში" (ჰომოსექსუალურ აქტში) მხილების გამო რამდენიმე წელი საპყრობილეში გაატარა...
რედ. რჩეული ფოტოსურათი
საზეიმო ტორტი გეი–ქორწილზე


საზეიმო ტორტი გეი–ქორწილზე


რედ. დაგვეხმარეთ
  • ახალი სტატიების თარგმნაში ლგბტ-თემატიკაზე ინგლისური და გერმანული ვიკიპედიებიდან.
  • ლგბტ-თემატიკის სტატიების მეცნიერული და ფაქტობრივი სარწმუნოებისა და კორექტულობის შემოწმებაში, წყაროებისა და ბმულების ჩამატებით.
  • ნეიტრალური თვალსაზრისის უზრუნველყოფაში.
  • არსებული სტატიების გავრცობაში დამატებითი მასალით ინგლისური ან გერმანული ვიკიპედიებიდან.