ოსმან I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ოსმან I (თურქეთი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსმან I

ოსმან I გაზი (თურქ. Osman I Gazi, ოსმალ.: عثمان بن أرطغل; ქართ. დამპყრობელი; დ. დაახლ. 1258, შუქუთი, თურქეთი — გ. 1326, ბურსა) — ოსმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, ბეგი, რომელსაც სულთნადაც მოიხსენიებენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ოსმანი იყო თურქთა ურდოების ბეგის ერთოღრულის შვილი და პირველი ბეგის სულეიმანის შვილიშვილი .

იგი თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მათ სამეფოს იცავდა ბიზანტიელებისაგან. 1288 წელს მამის სიკვდილის შემდგომ იგი მცირე აზიაში მოსახლე თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც შემდგომში მისი სახელი მიიღეს და იწოდებოდნენ „ოსმანებად“. 1299 წელს ოსმანი დამოუკიდებელი მმართველი გახდა და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. აქედან გამომდინარე იგი ითვლება „ოსმალეთის იმპერიის“ დამაარსებლად და მის პირველ სულთნად.

1326 წელს მან აიღო ქალაქები ბურსა და ნიკეა (დღევანდელი იზნიქი). იგი იმავე წელს გარდაიცვალა და ოსმანთა მეთაური გახდა მისი ვაჟი ორჰან I.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოსმან_I&oldid=2592905“-დან