მჭადა სოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მჭადა სოკო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Lactarius deliciosus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
მჭადა სოკო (Lactarius deliciosus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 3-15 სმ აღწევს, ნარინჯისფერი (ფიჭვნარში) ან მოლურჯო-მომწვანოა (ნაძვნარში), კონცენტრული ზოლები დასდევს და ლორწოიანი ზედაპირი აქვს, ქვედა მხარეზე ნარინჯისფერი ფირფიტებია. ფეხი ქუდის ფერია. რბილობი გადატეხისას გამოყოფს ნარინჯისფერ სითხეს, რომელიც ჰაერზე მწვანდება. იზრდება ფიჭვნარსა და ნაძვნარში ზაფხულში და შემოდგომით. კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 267, თბ., 1984 წელი.