საქართველოს სოკოები (წიგნი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საქართველოს სოკოები“

გარეკანის ფოტო
ავტორი ივანე ნახუცრიშვილი
რედაქტორი არჩილ ღიბრაძე
ილუსტრატორი უშანგი მირიანაშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
თემა სოკოები
გამომცემელი ბუნება პრინტი
გამოცემის თარიღი 2007
გვერდი 256
ISBN 9994085611

საქართველოს სოკოებისაქართველოში გავრცელებული სოკოების სარკვევი, რომლის ავტორია ქართველი მიკოლოგი ივანე ნახუცრიშვილი. გამოიცა 2007 წელს არჩილ ღიბრაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით.[1]

სარკვევი მოიცავს სოკოების ზოგად დახასიათებას — სოკოთა აგებულება, გამრავლება, გავრცელება, კვებითი ღირებულება, საჭმელი და შხამიანი სოკოების ერთმანეთისაგან გარჩევის წესი, ცნობები სოკოთი მოწამვლის ხასიათისა და პირველადი დახმარებისა შესახებ. აგრეთვე განხილულია სოკოს ხელოვნურად მოშენებისა და გადამუშავების საკითხები და მისგან კერძების მომზადების წესი.

სახელმძღვანელოში აღწერილია საქათველოში გავრცელებულ სოკოთა 201-მდე სახეობა, რომელთაგან 122 საჭმელია, 22 პირობითად საჭმელი, 24 შხამიანი და 33 საჭმელად უვარგისი. თითოეულ სოკოს თან ახლავს ქართული, ლათინური და რუსული დასახელებები და ფერადი ილუსტრაციები. იმ სოკოთა სახელები, რომლებიც არ იყო ცნობილი, თარგმნილია ლათინურიდან და რუსულიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სოკოები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022.