რაბინი
ვიკიპედიიდან
რაბინი (ძვ. ებრ. რაბი „ჩემი მოძღვარი“), ებრაული თემის სულიერი მოძღვარი, აღჭურვილი რელიგიის, სასამართლო და აღმზრდელობითი ფუნქციებით, იუდაისტური რელიგიის კულტის მსახური. ებრაული კანონით, რაბინი შეიძლება იყოს ის, ვინც სათანადოდ არის დაუფლებული ღვთისმეტყველებას და მორწმუნეა. რაბინატის ინსტიტუტი ევროპული წარმოშობისაა, კერძოდ, მის სამშობლოდ ესპანეთი ითვლება. რაბინი საპატიო თანამდებობაა.
თავდაპირველად რაბინები გასამჯელოს არ იღებდნენ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ებრელთა რბევა, ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო და მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, რაბინებს ჯამაგირი დაუნიშნეს. რაბინი არის თემში პირველი პირი და თემის წარმომადგენელი ხელისუფლების წინაშე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 8, გვ. 285, თბ., 1984