მოზამბიკის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასკო და გამას გემი
კუნძულ მოზამბიკის გრავიურა (1598)

1498 წელს, როდესაც პორტუგალიელი მეზღვაურის, ვასკო და გამას ექსპედიციამ მოზამბიკს მიაღწია, იქ უკვე არსებობდა არაბული სავაჭრო დასახლებები. XVI საუკუნეში მოზამბიკი პორტუგალიურ დასახლებას წარმოადგენდა, რომელიც სამხრეთ აზიური სავაჭრო გზების ბაზა იყო. მალე მოზამბიკში თეთრკანიანები გამოჩნდნენ, რომლებიც იქ ოქროსა და მონებისთვის იყვენ ჩასული. რეგიონში პორტუგალიის გავლენა ფართოვდებოდა და ისიც მეტ ყურადღებას აქცევდა მომგებიან ვაჭრობას ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში, აგრეთვე დიდი ყურადღება ექცეოდა ბრაზილიის კოლონიზაციას. XX საუკუნის დასაწყისში, პორტუგალიამ სამ ბრიტანულ კომპანიაზე: მოზამბიკის, ზამბეზისა და ნიასას კომპანიებზე კონტროლი დაკარგა.

დეკოლონიზაცია და ბრძოლა თავისუფლებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პორტუგალიამ არ მიბაძა სხვა ევროპულ ქვეყნებს და თავის კოლონიებს დამოუკიდებლობა არ მიანიჭა. კოლონიები პორტუგალიის „ზღვისიქითა ტერიტორიებად” გამოცხადდა. მასშტაბურ დეკოლონიზაციასა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობებს საერთაშორისო არენაზე, პორტუგალიის მმართველობის ოპონენტების პოლიტიკური კონსოლიდაცია მოჰყვა. 1962 წელს რამდენიმე ანტიკოლონიური პოლიტიკის გამტარებელმა ჯგუფმა დააარსა მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი (ფრელიმო) და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. 1964 წლის სექტემბერში ფრონტმა პორტუგალიის კოლონიური ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა წამოიწყო. ფრონტი თავიდანვე მჭიდრო კავშირში იყო ანგოლისა (MPLA) და გვინეა-ბისაუს (PAIGC) მეამბოხე ძალებთან.

ფრელიმო ტანზანიაში ბაზირებდა, სსრკ-სა და ჩინეთის მხარდაჭერას იღებდა და აქტიურად იბრძოდა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში.

თავისუფლება და სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის 25 ივნისს, პორტუგალიის პუტჩის შემდეგ, რომელიც ცნობილია მიხაკების რევოლუციის სახელით, მოზამბიკმა თავისუფლება მოიპოვა. ფრელიმომ ქვეყანაში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბა. დაიხურა რელიგიური სკოლები, დაიშალა ტრადიციული მმართველობის სისტემა, აგრარული რეფორმა ჩავარდა, პორტუგალიელი ახალმოსახლეები ქვეყნიდან გააძევეს, რის შედეგადაც ქვეყნაში კვალიფიციური, პროფესიონალური კადრები აღარ დარჩა. სამხრეთ როდეზიისა და სამხრეთ აფრიკის მხარდაჭერით ქვეყანაში შეირაღებული ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდა და სამოქალაქო ომი დაიწყო. ომმა უამრავი სამოქალაქო პირი შეიწირა. ქვეყნის ინფრასტრუქტურა საბოლოოდ მოიშალა. ქვეყანაში საომარი მოქმედებები საბოლოოდ დასრულდა 1992 წელს, მას შემდეგ რაც რეგიონში პოლიტიკური სურათი შეიცვალა.

სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ოპოზიციური ძალების მოზამბიკის პოლიტიკურ სივრცეში გადასვლის შემდეგ, დაიწყო ქვეყნის ორი გიგანტი პოლიტიკური ძალის ბრძოლა ქვეყნის ხელისუფლებისთვის. ფრელიმო ქვეყნის ჩრდილოეთ მხარისგან იღებს მხარდაჭერას, ხოლო რენამოს მხარს სამხრეთი რეგიონები უჭერს. ფრელიმო მოზამბიკის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამუდმებით იმარჯვებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]