მუტაპას სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონომუტაპა
Wene we Mutapa
Mwene a Mutapa

სამეფო

1430 — 1760

მონომუტაპა 1635 წელს
დედაქალაქი ზვონგომბი
ენა შონა, კალანგა
დიდი ზიმბაბვეს კედლები

მონომუტაპა (აგრეთვე მუნჰუმუტაპა, მვენემუტაპა, მუტაპას სამეფო; შონა: Wene we Mutapa) — მსხვილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი კოლონიამდელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე. იკავებდა თანამედროვე ზიმბაბვესა და ნაწილობრივ მოზამბიკის ტერიტორიას. მონომუტაპას იმპერიის აყვავების პერიოდი იყო XIII-XV საუკუნეები. სამხრეთ აფრიკაში პორტუგალიელების გამოჩენისთვის მონომუტაპას სამეფო უკვე იყო დაშლილი რამდენიმე პატარა წარმონაქმნად. სახელმწიფოს ისტორიის ცნობების წყაროდ რჩება ე.წ. „ზიმბაბვეს კულტურის“ არქეოლოგიური ნამარხები, ასევე ზეპირსიტყვიერი ტრადიცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე XX საუკუნეში არაბული წყაროები იტყობინებიან სამხრეთი აფრიკის შიდა რაიონებში მდებარე მდიდარ ოქროს სახელმწიფოზე. დიდი ზიმბაბვეს არქეოლოგიური კომპლექსი ეკუთვნის პერიოდს XIII საუკუნედან XV საუკუნემდე. სავარაუდოა, რომ ოდითგანვე ეს რაიონი იყო წარმოების კონონომიკური ცენტრი — უპირველეს ყოვლისა, მებაღეობისა და მესაქონლეობის, რამაც დროთა განმავლობაში გამოიწვია უფრო რთული საზოგადოების ჩამოყალიბება. დედაქალაქის, დიდი ზიმბაბვეს, აყვავების პერიოდში მოსახლეობა შეადგენდა, სხვადასხვა შეფასებებით, 10-დან 18 ათას ადამიანს. ამავე ეპოქას ეკუთვნის უფრო პატარა დასახლებების მთელი რიგი და მრავალი აღმოჩენა, რომლებიც იმავე არქეოლოგიურ კულტურას ეკუთვნის. ამასთან ერთად, მიუხედავად კულტურული საზოგადოებისა, არ შეიძლება დარწმუნებიტ ითქვას, რომ ამ კულტურის გავრცელების მთელი ტერიტორია ეკუთვნოდა სახელმწიფოს, რომლის ცენტრიც იყო დიდი ზიმბაბვე.

მონომუტაპას სახელმწიფო ფლობდა სავაჭრო კავშირებს არაბებთან, ასევე ინდოეთსა და ჩინეთთან. პორტიდან სოფალაში ექსპორტირდებოდა ოქრო და სპილოს ძვალი, შეჰქონდათ ფაიფური და ტექსტილი. სავარაუდოდ, ვაჭრობაში შუამავლები იყვნენ „არაბეთის სანაპიროს“ ვაჭრები (რომლებიც საუბრობდნენ სუაჰილზე) და მალაიელები.

დაახლოებით 1450 წელს დიდმა ზიმბაბვეს დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გამოლევასთან ბუნებრივი რესურსებისა, რომლებსაც აღარ შეეძლო ასეთი დიდი დასახლების მომარაგება.

როდესაც, დაახლოებით, 1500 წელს ამ რეგიონში გამოჩნდნენ პორტუგალიელები, მათ დახვდათ ორი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი: მუტაპა ჩრდილოეთით (მისი ბირთვი იყო კარანგა, შონას ერთ-ერთი კლანი) და ტორვა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე შონას ეკუთვნოდა) სამხრეთ-აღმოსავლეთით. პორტუგალიელები ძირითადად მუტაპას სახელმწიფოს ეახლებოდნენ. 1600 წელს ტორვაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც იქიდან გამოდევნეს მაჰმადიანი ვაჭრები. დაახლოებით 1650 წელს ტორვაში ძალაუფლები ხელში ჩაუვარდა როზვის ტომს, რომელიც შონას ერთ-ერთ კლანში — ჩანგამირეში შედიოდა. როზვის სახელმწიფოს ცენტრი იყო ქალაქი დანანგომბე (დღეს დხლოდხლო). დანანგომბესა და კხამიში (ტორვას ყოფილი დედაქალაქი) შემორჩენილია ქვის ციხე-სიმაგრეები.

მუტაპას სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა სავაჭრო ქალაქი მასაპა. მასში არსებობდა სხვა, უფრო პატარა ციხე-სიმაგრეები (ხშირად ქვის). დროთა განმავლობაში, პორტუგალიური ზეგავლენის ქვეშ მუტაპას სახელმწიფო დაიშალა რამდენიმე პატარა სამთავროდ. ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, დაახლოებით, 1830 წლამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში ზულუსების მმართველ ჩაკას ომებმა შედეგად გამოიღო სამხრეთი აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ხალხის, ე.წ. მფეკანეს, გადასახლება, რამაც შონის სახელმწიფოც დააზარალა. 1834 წელს მატაბელე მზილიკაზის მეთაურობით შეიჭრნენ თანამედროვე ზიმბაბვეში და დაიმორჩილეს, დაახლოებით, 1860 წელს მათ დაიპყრეს შონას ჩრდილოეთი ტომებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]