მოზამბიკის პოსტოები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოზამბიკის პოსტოები

მოზამბიკის რაიონები დაყოფილია 405 პოსტოდ.

Postos administrativos (ადმინისტრაციული პოსტები) არის მოზამბიკის რაიონების ძირითადი ქვეგანყოფილებები. ეს სახელი გამოიყენებოდა კოლონიალური პერიოდის დროს. იგი გაუქმდა მოზამბიკის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების[1] შემდეგ და ჩაენაცვლა localidades-ებით (დასახლებული პუნქტები). თუმცა, ეს ცვლილება ხელახლა გაუქმდა 1986 წელს.[2]

ადმინისტრაციულ პოსტოებს სათავეში უდგას Secretário (მდივანი), რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე უწოდებდნენ Chefes de Posto-ს (პოსტის მეთაური).

ადმინისტრაციული პოსტოების დაყოფა შეიძლება დასახლებული პუნქტებით, რომლებსაც ასევე მდივნები ხელმძღვანელობენ.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Decreto-lei nº 6/75 de 18 de Janeiro.
  2. Lei nº 4/86 de 25 de Julho.