ფრელიმო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი — ფრელიმო
Frente de Libertação de Moçambique

ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ლიდერი არმანდუ გებუსა
თავმჯდომარე ფილიპე ჩიმოიო პაუნდე
დაფუძნდა 25 ივნისი, 1962
იდეოლოგია დემოკრატიული სოციალიზმი, კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
ფერები წითელი
შტაბ-ბინა Rua Pereira Lago N. 10, Bairro da Sommerschield, მაპუტუ
რესპუბლიკის ასამბლეა
191 / 250

ფრელიმო (პორტ. Frente de Libertação de Moçambique, მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტი) — პოლიტიკური პარტია მოზამბიკში.

დაარსდა 1962 წელს ტანზანიაში, ქვეყნის პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. 10-წლიანი შეიარაღებული ბრძოლის შედეგად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაამყარეს კონტროლი ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეასმედზე. თუმცა ფრონტის წარმატების ძირითადი მიზეზი იყო 1974 წლის აპრილში მიხაკების რევოლუციის შედეგად პორტუგალიის დიქტატორული რეჟიმის დამხობა. ახალმა ხელისუფლებამ კურსი კოლონიალიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ აიღო. ლუსაკაში, ფრელიმოს მმართველებსა და პორტუგალიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგ 1974 წელს, მიიღეს გადაწყვეტილება მოზამბიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. 1975 წლის 25 ივნისს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პარტია გახდა ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. დამყარდა ერთპარტიული მმართველობა. მოზამბიკმა კურსი აიღო სოციალიზმის მშენებლობაზე. ფრელიმოს ოპოზიციას მხარს უჭერდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სამხრეთი როდეზია (ზიმბაბვე), რომელთა დახმარებითაც შეიქმნა წინააღმდეგობის მოძრაობა რენამო, რასაც მოჰყვა 17-წლიანი სამოქლაქო ომი.

პარტიის ლიდერი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1975-1986 წლებში იყო სამორა მაშელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]