არჩევნები მოზამბიკში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზამბიკის არჩევნები გვაწვდის ინფორმაციას მოზამბიკის არჩევნებისა და მოზამბიკის არჩევნების შედეგების შესახებ.

მოზამბიკი ეროვნულ დონეზე ირჩევს სახელმწიფო მეთაურს - ქვეყნის პრეზიდენტს და საკანონმდებლო ხელისუფლებას - რესპუბლიკის ასამბლეას. პრეზიდენტს ხალხი ირჩევს ხუთი წლის ვადით. ამ ვადითვე პროპორციული სიებით ირჩევა რესპუბლიკის ასამბლეა, რომელშიც 250 წევრია. მოზამბიკს აქვს ორ-პარტიული სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს ორი დომინანტური პოლიტიკური პარტია.