რევ I მართალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევ I
რევ მართალი
იბერიის მეფე
მმართ. დასაწყისი:
მმართ. დასასრული:
წინამორბედი: ამაზასპი
მემკვიდრე: მირიან III
დაბ. თარიღი:
დინასტია: ფარნავაზიანები

რევი I მართალი - იბერიის მეფე დაახლ. 265-285 წლებში. ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა (ჰორმიზდ I) და დისწული იბერიის მეფის ამაზასპისა. მისი ნამდვილი სახელი იყო ჰორმიზდაკი[საჭიროებს წყაროს მითითებას]. 265 წლისთვის ამაზასპი გადაუდგა ირანელებს. მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს ჰორმიზდაკი. ამდენად ჰორმიზდაკი ირანული პოლიტიკის გამტარებელი იყო და იბერიაც ირანის ვასალი გახდა. თუმცა რევ მართალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი იყო სამართლიანი და გულმოწყალე მმართველი, სხვადასხვა რელიგიათა შემწყნარებელი. სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა მას უწოდა მართალი. მის დროს დაახლ. 275 წელს იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა) იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. რევ მართალს ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალი სახელად სეფელია. მისგან დარჩა ერთადერთი ძე მირიანი (რომელმაც შემდეგ საქართველოში ქრისტიანობა შემოიღო)[საჭიროებს წყაროს მითითებას].

წინამორბედი:
ამაზასპი
იბერიის მეფე
III საუკუნის II ნახ.
შემდეგი:
ვაჩე