ფარნავაზ II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფარნავაზ II — ქართლის მეფე ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წწ. ძვ. წ. 36 წ. მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გააგზავნა. კრასუსმა დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
|
|||||