ფარნაჯომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარნაჯომი
ფარნაჯობი, ფარნაჯამი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 112–93[1]
ძვ. წ. 144–135[2]
ძვ. წ. 120–88[3]
ძვ. წ. 109–90[4]
წინამორბედი: მირიან I/მირვან I
მემკვიდრე: არშაკ I
შვილები: მირიანი
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: მირიან I
დედა: საურმაგის ასული

ფარნაჯომი, ფარნაჯობი, ფარნაჯამილეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) IV მეფე. მკვლევართა აზრით, მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში. გ. მელიქიშვილის აზრით, იგი დიდი სომხეთის მეფის არტაშეს I-ის (ძვ. წ. 189-161) თანამედროვე უნდა ყოფილიყო.[5]

გუბაზ და ლევან სანიკიძეების მიხედვით, მირიან I-ის ძეა. გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქები.[6] კახეთში ააშენა ნეკრესი, ზადენის მთაზე – ციხე ზადენი, იქვე აღმართა კერპი ზადენ.[7] შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობას. მცხეთაში სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ ერისთავები აუჯანყდნენ და მეფე ბრძოლაში დაიღუპა.[6]

მითრიდატეს სამეფო.

მის დროს მცირე აზიაში, კოლხეთის სამეფოს მეზობლად, გაძლიერდა პონტოს სამეფო, რომლის მეფემ, მიტრიდატ VI დიდმა (120–63 წ.), სასტიკი ომი აუტეხა რომაელებს და თავის ხელ ქვეშ მრავალი წვრილ-წვრილი სამთავრო შეიერთა. 88 წელს კოლხეთიც მიტრიდატის ხელში გადავიდა. თვით კოლხების თხოვნით, ძვ. წ. 84 წელს მან აქ მეფედ დანიშნა ოლთაკი.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 211.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Nimrodids or The Second Pharnabazid Dynasty: 4. P'arnajom. p. 10.
  5. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 17, ISBN 99928-58-36-2.
  6. 6.0 6.1 სანიკიძე, ლევან, სანიკიძე, გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 4.
  7. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 232.
  8. გორგაძე სერგი, საქართველოს ისტორია : მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის, ტ. I, ქუთაისი, 1915. — გვ. 50–51.
წინამორბედი:
მირვან I
იბერიის მეფე
ძვ. წ. 112–93
შემდეგი:
არშაკ I