ვარაზ-ბაკური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი, ქართლის მეფე IV საუკუნის 70–80–იანი წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნ. ჯანაშია, ქსე, ტ. 4, გვ. 297, თბ., 1979
| წინამორბედი: თრდატი |
იბერიის მეფე IV საუკუნის 70–80–იანი წლებში |
შემდეგი: ბაკურ III |