ასფაგური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ასფაგური | |
| ვარაზ-ბაკური | |
| იბერიის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | |
| წინამორბედი: | მირდატ |
| მემკვიდრე: | მირიან III |
| დაბ. თარიღი: | |
| დინასტია: | ფარნავაზიანები |
ასფაგური, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით — ქართლის (იბერიის) XXIII მერე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით — XXV მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. უნდა იყოს სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226—241) თანამედროვე. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი; მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 662, თბ., 1975 წელი.
| წინამორბედი: მირდატ |
იბერიის მეფე IV საუკუნის 30–40–იანი წწ. |
შემდეგი: მირიან III |
|
|||||