ლოიანი
|
ქალაქი
ლოიანი
洛阳
|
ლოიანი (ჩინ. 洛阳) — ქალაქი ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, მდინარე ლოხეს (ხუანხეს აუზი) ნაპირზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 1 500 000 ადამიანს.
გადმოცემით, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 1108 წელს. თავდაპირველად ლოია ერქვა. იყო ჩინური დინასტიების: ჯოუს - ძვ. წ. 770-516 (ვანჩენის სახელწოდებით), გვიანდელი ხანის - ახ. წ. 25-220 (ამ დროს ლოიანში დაარსდა ჩინეთში პირველი უნივერსიტეტი), დასავლეთ ძინის - 265-316, ჩრდილოეთ ვეის - 386-534 (ლოიანი), გვიანდელი ტანის X ს., - დედაქალაქი, ხოლო შემდგომ პერიოდში - სამაზრო ქალაქი.
ლოიანში შემორჩენილია მრავალი (უმთავრესად X ს.) ისტორიული და მხატვრული ძეგლი: ქალაქის გალავანი, სასახლეები, ტაძრები, იმპერატორთა მავზოლეუმები. აღმოჩენილია ნეოლითური კულტურების იანშაოსა და ლუნშანის ნამოსახლარები, ინის ეპოქის და ძვ. წ. IV-III სს ნამოსახლარები და კერემიკის გამოსაწვავი ღუმლები. დასავლეთ ჯოუს დროინდელი დაახლოებით 2 000 ორმო-სამარხი, ხანის ეპოქსი ათასზე მეტი ქვის აკლდამა და სხვ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VI, გვ. 279, თბ., 1983 წელი.

