აახენი
ვიკიპედიიდან
| გერბი | რუქა |
|---|---|
| სტატისტიკა | |
| ქვეყანა: | გერმანია |
| ფედერალური მხარე: | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია |
| ფართობი: | 160,83 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან: | 125—410 მ |
| გეოგრაფიული მდებარეობა: |
|
| მოსახლეობა: | 257.250 (2005) |
| მოსახლეობის სიმჭიდროვე: | 1.600 მცხ./კმ² |
| ინდექსი: | 52062-52080 (alt: 5100) |
| სატელეფონო კოდი: | +49 0241 (სამხ. 02408) |
| საავტომობილო კოდი: | AC |
| მისამართი: | Markt 52058 Aachen |
| ოფიციალური ვებ-გვერდი: |
www.aachen.de |
| ბურგომისტრი: | იურგენ ლინდენი (სპდ) |
აახენი (გერმ. Aachen, ფრანგ.: Aix-la-Chapelle, ჰოლ. Aken, ლათ. Aquisgranum), უძველესი ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, გერმანია. მდებარეობს გერმანიის უკიდურეს დასავლეთში, ბელგიისა და ნიდელანდების საზღვართან, კიოლნიდან დასავლეთით 65 კმ.-ში.
აახენი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და ეკონომიკური ცენტრია. არ არის ქვანახშირის აუზის ცენტრი, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, კვებისა და ქიმიური მრეწველობა, ასევე ბალენეოლოგიური კურორტი.
ქალაქის დაარსების თარიღად 89-120 წლები ითვლება, როცა რომაელებმა აქ სამკურნალო აბანოები ააგეს (ლათინური სახელწოდება Aquae Grani უკავშირდება წყლებს და, შესაძლოა, კელტურ-გერმანულ მკურნალობის ღვთაება გრანუსს). VIII ს. დამლევს კარლოს დიდმა აახენი თავის რეზიდენციად აქცია და, ააგებინა სასახლე (დაანგრიეს ნორმანებმა 881 წ.) და საკათედრო ტაძარი, რომლის ცენტრალური ნაგებობაა კარლოს დიდის კაპელა (798-805) - კაროლინგების ხანის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში; აქ არის კარლოს დიდისა და ოტო III-ის სამარხები. XII-XIII სს. აახენი ვაჭრობა-ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრია, ფრიდრიხ I-ისა და ფრიდრიხ II-ის დროს — თავისუფალი საიმპერიო ქალაქი. 813-1531 წლებში გერმანიის იმპერატორთა კორონაციის ადგილია. XVI-XVII სს. რელიგიური ომებისა და 1656 წ. დიდი ხანძრის შედეგად აახენი დაქვეითდა, თუმცა კურორტი და ფართოდ გავრცელებული პროსტიტუცია კვლავ იზიდავდა სტუმრებს. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ქალაქი ფრანგებმა დაიკავეს (1794 წ.). 1801 წ. ლუნევილის ზავით საფრანგეთს გადაეცა, 1815 წ. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით კი — პრუსიას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში (1945-1949 წწ.) შედიოდა გერმანიის ოკუპაციის ბრიტანულ ზონაში.

