რატგერსის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რატგერსის უნივერსიტეტის ყველაზე ძველი შენობა, აშენებულია 1809–1825 წლებში. დღEისთვის იქ განთავსებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უდიდესი ნაწილი.

რატგერსი, ნიუ-ჯერსის შტატის უნივერსიტეტი (ინგლ. Rutgers, The State University of New Jersey; ასევე ცნობილი როგორც Rutgers University) — უმსხვილესი უმაღლესი სასწავლებელი ნიუ-ჯერსის შტატში. სიძველით მერვე კოლეჯი აშშ-ში, რატგერსს თავდაპირველად ქარტია 1766 წელს მიენიჭა, როგორც ქუინს კოლეჯს (Queen's College).

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი თავდაპირველად როგორც კერძო დაწესებულება დაარსდა ჰოლანდიური რეფორმისტული ეკლესიის მიერ და მხოლოდ ვაჟ სტუდენტებს იღებდა, რატგერსი მოგვიანებით არასექტარულ, შერეულ საზოგადოებრივ კვლევით უნივერსიტეტად გარდაიქმნა. უილიამ და მერის კოლეჯთან ერთად, რატგერსი ერთ-ერთია ორი კოლონიური კოლეჯიდან, რომლებიც საზოგადოებრივ უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Demarest, William Henry Steele. History of Rutgers College: 1776–1924. (New Brunswick, New Jersey: Rutgers College, 1924). (No ISBN)
  • History of Rutgers College: or an account of the union of Rutgers College, and the Theological Seminary of the General Synod of the Reformed Dutch Church. Prepared and published at the request of several trustees of the College, by a trustee. (New York: Anderson & Smith, 1833). (No ISBN)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: