კარლსრუე

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კარლსრუე
Karlsruhe
გერბი
გერბი
ქვეყანა გერმანია
მხარე ბადენ-ვიურტემბერგი
კოორდ. 49°1′″N 8°24′″E / <span class="geo-dec geo" title="რუკები, სატელიტური ფოტოები და სხვა მონაცემები Expression error: Unexpected / operator Expression error: Unexpected / operator-სთვის">Expression error: Unexpected / operator, Expression error: Unexpected / operator
დაარსდა 1715
ფართობი 173.46 კმ²
სიმაღლე 115
მოსახლეობა 288,917 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1,666 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ტელ. კოდი 0721
ინდექსი 76131–76229
საიტი http://www.karlsruhe.de
ავტომობ. კოდი KA
კარლსრუე (გერმანია)
კარლსრუე

კარლსრუე (Karlsruhe), ქალაქი გერმანიაში, მდინარე რაინის მახლობლად (უკავშირდება არხით), ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. 285,812 ათ. მცხოვრები (2006). დიდი სატრანსპორტო კვანძი, სამდინარო ნავსადგური. გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის საწვავის განმანაწილებელი ცენტრი (ნავთობი კარლსრუეში მიდის მარსელიდან წყლის გზითა და ნავთობსადენით). ნავთობსახდელი ქარხანა, სატრანსპორტო და ელექტრო მანქანათმშენებლობა, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური, პოლიგრაფიული, კვების მრეწველობა. კარლსრუედან 10 კმ-ზე არის ატომური კვლევის ცენტრი (ლეოპოლდსჰაფენი). უნივერსიტეტი, სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, ბადენის მხარის მუზეუმი (სიძველეთა კოლექცია), სამხატვრო მუზეუმი.

ქალაქი გაშენებულია რადიალურ-წრიული გეგმით. ბაროკოს სტილის სასახლიდან (1752-82, არქიტექტორი ლ. ფ. დე ლა გეპიერი, ფ. ა. კესლაუ) ჩრდილოეთისკენ მარაოსებრ იშლება საპარკო ხეივნები, ხოლო სამხრეთისკენ - ქალაქის ქუჩები. XIX საუკუნის I მესამედში არქიტექტორმა ფ. ვაინბრენერმა კარლსრუეში ააგო კლასიცისტური შენობები.

პირადი ხელსაწყოები