ნიკოპოლი
|
ქალაქი
ნიკოპოლი
|
Nikopol (უკრ. Нікополь) - ქალაქი დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე დნეპრის ნაპირზე.
სექციების სია |
გეოგრაფიული მონაცემები [რედაქტირება]
ნიკოპოლი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. ქალაქის ტერიტორია 5001 ჰა (50.01 კმ ²), მათ შორის 2030 ჰა საცხოვრებელია, ხოლო 1349 ჰა სამრეწველო. ამ ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ხაკოვის წყალსაცავი. ნიკოპოლის მოსახლეობა 2009 წლის აღწერით 127 336 კაცია.
ეკონომიკა [რედაქტირება]
ქალაქის ეკონომიკა მრავალფეროვანია, აქ მოქმედებს: მეტალურგიისა და რკინის დამამუშავებელი,საინჟინრო, მანქანების შეკეთებისა და მოწყობის,ლითონის,ქაღალდის და საკვები მრეწველობის საწარმოები.სულ ქალაქში 38 სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებს.
თანამედროვე პერიოდი [რედაქტირება]
გასული საუკუნის დამლევს ,დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში, ნიკოპოლს ყველაზე რთული პერიოდი 1992-1998 წლებში ჰქონდა. უმუშებრობამ განაპირობა ქალაქის მოსახლეობის რიცხვის საგრძნობლად შემცირება,რადგან ამ პერიოდში ქალაქში არ ფუნქციონირებდნენ საწარმოები და ქარხნები. 1992 წლიდან 1998 წლამდე ქალაქი დატოვა 15 000-მა მცხოვრებმა,რაც ნიკოპოლის მოსახლეობის თითქმის 10% შეადგენს. მიუხედავად ამისა,XXI საუკუნის დასაწყისში ეკონომიკური სტაგნაცია თანდათანობით შეწყდა, ქალაქში თანდათან ფუნქციონირება განაახლეს ქაღალდის და საკვები მრეწველობის საწარმოებმა, აღსდგა მეტალურგიისა და რკინის დამამუშავებელი ქარხნების მუშაობა. უახლოეს წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რამდენიმე სოციალურ და კულტურულ დაწესებულებას, ქალაქში აშენება მაღალი საცხოვრებელი კორპუსები და სავაჭრო ცენტრები.
სტატიის