ჰარიუმაა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| მოიცავს | 6 ქალაქს და 18 თემს |
| ადმინ. ცენტრი | ტალინი |
| მოსახლეობა (2012) |
529 898 კაცი (1 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 120,3 კაცი/კმ² |
| ფართობი | 4,333 კმ² (2 ადგილი) |
| კოდი ISO 3166-2 | EE-37 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
ჰარიუმაა (ესტ. Harjumaa ან Harju maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნაპირზე. ადმინისტრაციული ცენტრი – დედაქალაქი ტალინი. მაზრის შემადგენლობაში შედის 24 მუნიციპალიტეტი: 6 ქალაქი (ტალინი, ლოკსა, მაარდუ, პალდისკი, საუე და კეილა) და 18 თემი.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მაზრის მოსახლეობა ხასიათდება მრავალეროვნულობით, ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
- ესტონელები - 59,2 %
- რუსები - 32,6 %
- უკრაინელები - 3,4 %
- ბელორუსები - 1,8 %
ცხოვრობენ ასევე გერმანელები, სომხები, ფინელები, ჩინელები და მოლდაველები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰარიუმაა“ ვიკისაწყობში.- მაზრის ოფიციალური საიტი
|
||||||||||
|
|||||||