სრებრენიცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სრებრენიცა
Srebrenica
დროშა გერბი


ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
რეგიონი სერბთა რესპუბლიკა
რაიონი ბიელინა
კოორდინატები 44°06′00″ ჩ. გ. 19°18′00″ ა. გ. / 44.10000° ჩ. გ. 19.30000° ა. გ. / 44.10000; 19.30000
პირველი ხსენება XIV საუკუნე
ფართობი 527 კმ²
ცენტრის სიმაღლე 275 მეტრი
მოსახლეობა 2607 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +387 (53)
საფოსტო ინდექსი 75430
ოფიციალური საიტი http://www.srebrenica.gov.ba/
სრებრენიცა — ბოსნია და ჰერცეგოვინა
სრებრენიცა

სრებრენიცა — ქალაქი სერბთა რესპუბლიკაში (ბოსნია და ჰერცეგოვინა). სრებრენიცა მეშახტეების მცირე დასახლებული პუნქტია, რომლის მოსახლეობაა 2607 კაცი (2013).

მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კრლევიცის ხეობაში. ზღვის დონიდან 448 მ. სარაევოდან 160 კმ-ში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2607 კაცს, სრებრენიცის თემისა კი — 15 242 კაცს[1].

1991 წლის აღწერის მიხედვით:

თემი ქალაქი
სერბები 8315 (22.67 %) სერბები 1632 (28.4 %)
ბოსნიელები 27572 (75.19 %) ბოსნიელები 3673 (63.92 %)
იუგოსლავები 380 (1.03 %) იუგოსლავები 328 (5.7 %)
ხორვატები 38 (0.1 %) ხორვატები 34 (0.59 %)
სხვა 361 (1.01 %) სხვა 79 (1.39 %)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ბოსნიის ომის პერიოდში, როდესაც 1995 წლის 6 ივლისს ბოსნიელი სერბები რატკო მლადიჩის მეთაურობით შეიჭრნენ და ხუთ დღეში მთლიანად დაიკავეს მთელი სრებრენიცა. ქალაქიდან 30 000 ქალისა და ბავშვის დეპორტაცია მოხდა. საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე და გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, რომ 1995 წლის ივლისში 8 000 ბოსნიელი-მუსლიმი დაიღუპა მლატკო მლადიჩის ხელმძღვანელობით[2][3]. სერბეთის მხარე სადავოს ხდის დაღუპულთა რაოდენობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]