ისლამი საქართველოში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამი საქართველოში — სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგია თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე არაბთა დაპყრობების ეპოქიდან. საქართველოში 433.784 მუსლიმი მოქალაქეა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში მუსლიმანები მოსახლეობის შედარებით ან აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. ისლამი რესპუბლიკაში მრავალეროვნულია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ (მათ შორის არიან როგორც შიიტები ასევე სუნიტებიც), ნაკლებად მრავალრიცხოვანები ჩეჩენი ქისტები, მესხი თურქები, და ასევე, გარკვეული დათქმებით, აჭარელები და აფხაზები, თუმცა მეორეთა რაოდენობა თანამედროვე საქართველოში მინიმალური.

ისტორია[რედაქტირება]

საქართველოში ისლამის გავრცელება არაბობის ხანიდან მე-VII-IX სს. დაიწყო. არაბმა ხალიფმა ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიჰრიმ სომხეთი და საქართველო დაიპყრო. თბილისის მოსახლეობას მან მისცა „დაცვის სიგელი“. ქართველებს ან ისლამი უნდა აღიარებინათ ან ხარკი, ნაცვლად კი - მშვიდობისა და ხელშეუხლებლობის გარანტია. ქართველებმა ხარკის გადახდა ირჩიეს. ისლამის გასავრცელებლად იყო მივლენილი რჯულის მეცნიერი აბდ ჯაზ ას-სულამი. დაიწყო ინტენსიური ისლამიზაცია. პირველი მუსლიმთა გაერთიანება შეიქმნა თბილისში და დმანისში. სამხრეთ საქართველოს (აჭარის, ტაო-კლარჯეთისა და სამცხე-ჯავახეთის) ისლამიზაციას ადგილი ჰქონდა მე-XVII-XVIII სს. ამავე პერიოდში ისლამი ოსმალეთის მიერ დაპყრობილ აფხაზეთშიც გავრცელდა. ისლამს უფრო მეტად თავადაზნაურები იღებდნენ, დაბალი ფენა კი ადგილობრივი რელიგიური ტრადიციების ერთგული რჩებოდა. კახეთიდან შაჰ-აბასმა ქართველები ირანს გადაასახლა (ფერეიდანი) და გაამაჰმადიანა, აგრეთვე ინგილოებიც, რომლებიც ზაქათალაში, ბელაქანში და კახში (აზერბაიჯანი) ცხოვრობენ. მე-XVIII ს. 30-ან წლებიდან რუსეთის იმპერია იწყებს ომებს ოსმალეთის წინააღმდეგ, რამაც დააშინა ქართველი მუსლიმანები და რჯულის დაკარგვის შიშის გამო მრავალმა მათგანმა თურქეთს შეაფარა თავი. მაგრამ ქართველი ინტელიგენციის ძალისხმევით ემიგრაცია შეწყდა და ბევრი მუჰაჯირი მამაპაპურ კერას დაუბრუნდა. საქართველოში ისლამის მიმდევრად თავს 433.784 მოქალაქე მიიჩნევს. დღეისათვის 286 მეჩეთი და სალოცავი სახლი მოქმედებს. საქართველოში მაცხოვრებელი მაჰმადიანები გამოირჩევიან მსოფლიო მაჰმადიანებისგან იმით, რომ ერთ მეჩეთში ერთად ატარებენ მსახურებას სუნიტები და შიიტები.