ვილჰელმ ჰერმან აბიხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილჰელმ ჰერმან აბიხი
Otto Wilhelm Hermann von Abich (Alter Fritz).jpg
აკადემიკოსი ვილჰელმ ჰერმან აბიხი
დაბადების თარიღი:

11 დეკემბერი, 1806

დაბადების ადგილი:

ბერლინი, გერმანია

გარდაცვალების თარიღი:

1 ივლისი, 1886

გარდაცვალების ადგილი:

ვენა, ავსტრია

სამეცნიერო სფერო:

გეოლოგია
გეოგრაფია

ალმა-მატერი:

ბერლინის უნივერსიტეტი

ვილჰელმ ჰერმან აბიხი (გერმ. Otto Wilhelm Hermann von Abich; დ. 11 დეკემბერი, 1806 — გ. 1 ივლისი, 1886) — გერმანელი გეოლოგი. კავკასიის ცნობილი მკვლევარი. პეტრებურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1853), საპატიო წევრი 1866 წლიდან. აბიხი არის აზერბაიჯანის გეოლოგიის ფუძემდებელი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ვილჰელმ ჰერმან აბიხი დაიბადა ბერლინში 1806 წლის 11 დეკემბერს. აბიხის ბიძა იყო ცნობილი მოგზაური და ლინგვისტი ორიენტალისტი ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთი. აბიხი სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1831 წელს. უნივერსიტეტში ისმენდა ლეოპოლდ ბუხის, ალექსანდერ ჰუმბოლდტის, კარლ რიტერისა და გეორგ ჰეგელის ლექციებს.

1833-1834 წწ. შეისწავლა იტალიის ვულკანები: ეტნა, სტრომბოლი და ვეზუვი. სწავლობდა გეიზერებსაც. 1841 წელს მიიწვიეს დერპტის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე. 1843 წლიდან დაიწყო მრავალწლიანი გამოკვლევები კავკასიასა და ირანში. 1854 წელს დასახლდა კავკასიაში, სადაც დარჩა 1877 წლამდე. აბიხის შრომები შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს კავკასიის გეოლოგიის შესახებ. აბიხმა შეისწავლა ამ მხარის ცალკეული რეგიონების გეოლოგიური აგებულება, აღწერა სასარგებლო წიაღისეულის (ქვამარილი, მანგანუმი, ნავთობი და სხვ.) საბადოები. მისი შრომების ნაწილი მიძღვნილია მიწისძვრების, მყინვარებისა და სხვა საკითხებისადმი. ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა ქიმიური პრობლემები პეტროგრაფიაში და ხაზი გაუსვა მინდვრის შპატების მნიშვნელობას ვულკანოგენური ქანებისათვის. სრულად აღწერა კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური აგებულება. პირველმა განმარტა მეცნიერულად კავკასიის ოროგრაფიის ხასიათი, მთების აზევების ძირითადი მიმართულებანი, მათი ასაკი, ურთიერთკავშირი. აბიხის შრომებმა დიდად შეუწყო ხელი სამთო საქმის განვითარებას კავკასიაში. 1870-1873 წწ. შეისწავლა სევანის ტბის სამხრეთით მდებარე რეგიონი.

აბიხმა საერთო ჯამში კავკასიაში დაახლოებით 37 წელი იცხოვრა. კავკასიაში ყოფნისას მან გააშუქა სტატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, გეოტექტონიკური, სეისმოლოგიური, გეომოროფლოგიური და გლაციოლოგიური საკითხები. აღწერს ნიადაგების აგებულებას, კავკასიონის ძველსა და თანამედორვე გამყინვარებას და სხვ. გამოიკვლია თრიალეთისა და ქართლის ქედები, კოლხეთის დაბლობი, მდინარეების ენგურისა და ყვირილის ზემოთები. თბილისში ყოფნისას აბიხმა პირველად შეისწავლა თბილისში განლაგებული „არეულშრეებრივი კონგლომერატები“ და თბილისის მინერალური წყლები.

ცხოვრების ბოლო 10 წელი ვენაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი სახელობისაა მინერალი აბიხიტი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] თხზულებები

  • Über Orographie von Daghestan. 1847
  • Geologische Forschungen in den Kaukasischen Ländern, Tl 1—3, W., 1878—87;
  • Geologische Beobachtungen auf Reisen in den Gebirgsländern zwischen Kur und Araxes, Tiflis, 1867;
  • Геология Армянского нагорья. Западная часть. .., [б.м.], 1899.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე