კარლ რიტერი
| კარლ რიტერი | |
კარლ რიტერი, 1844 წ. |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
კარლ რიტერი (გერმ. Karl Ritter; დ. 7 აგვისტო 1779, კვედლინბურგი — გ. 28 სექტემბერი 1859, ბერლინი) — გერმანელი გეოგრაფი. ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი (1820 წლიდან), პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1822 წლიდან). თანამედროვე გეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ამ დარგის თვალსაჩინო წარმომადგნელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
კარლ რიტერი დაიბადა ქალაქ კვედლინბურგში 1779 წელს.
რიტერი აზიისა და აფრიკისადმი მიძღვნილი ვრცელი ნარომის „Erdkunde“ („დედამიწისმცოდნეობა“, ტ. 1-19, 1822-1859) ავტორია. მასში მოცემულია აგრეთვე გეოგრაფიის, როგორც ამხსნელი მეცნიერების, განსაზღვრა. შედარერბითი მეთოდის გამოყენებით რიტერი ცდილობდა მრავალი ბუნებრივი მოვლენის კლასიფიკაციასა და ახსნას, ამით იგი დაუახლოვდა ლანდშაფტის მთლიანობის თანამედროვე წარმოდგენას.
რიტერი იყო გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრე. მრავალი მოსაზრება მის შრომებში გაჟღენთილია იდეალისტური ტელეოლოგიის სულისკვეთებით. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა ბუნების განმსაზღვრელი როლი ადამიანის ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო გეოპოლიტიკის ფორმირებას.
რიტერის იდეებმა დიდი გავლენა იქონია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის გეოგრაფიული აზროვნების განვითარებაზე.
რიტერის სახელი ეწოდა ქედს ნანშანში.
[რედაქტირება] თხზულება
- Die Erdkunde im Verhäitniss zur Natur und zur Geschichte der Menschen, Bd 1—19, В., 1822—59;
- Einleitung zur allgemeinen vergleichenden Geographic, B., 1852;
- Geschichte der Erdkunde und der Entdeckungen, B., 1861;
- в рус. пер. — Землеведение Азиb, ч. 1—5, пер. и доп. П. П. Семенова, СПБ, 1856—79;
- Общее землеведение, М., 1864.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 396, თბ., 1984 წელი.