ეტნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეტნა

ეტნა (იტალ. Etna ან Mongibello) — მოქმედი ვულკანი კუნძულ სიცილიაზე სიმაღლით დაახ. 3380 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი აქვს. საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ლავას ამოაფრქვევს. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. 1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შექმნეს.

ჩვეულებრივი ავტომობილით ეტნაზე 1900 მეტრის სიმაღლეზე შეიძლება ასვლა. აქედან საბაგირო გზას 2550 მეტრამდე აყჰავს დამთვალიერებლები, რის შემდეგაც 45 ევროდ საცალფეხო ბილიკებით 2925 მეტრის სიმაღლემდეა შესაძლებელი ასვლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Chester, D. K.; Duncan, A. M., Guest, J. E., and Kilburn, C. R. J. (1985). Mount Etna: The Anatomy of a Volcano. Chapman and Hall, გვ. 412 pp. ISBN 0-8047-1308-1. 


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეტნა&oldid=2498753“-დან