ლეოპოლდ ბუხი
| ლეოპოლდ ბუხი | |
ლეოპოლდ ბუხი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ლეოპოლდ ბუხი (გერმ. Christian Leopold Freiherr von Buch; დ. 25 აპრილი 1774, შტოლპე — გ. 4 მარტი 1853, ბერლინი) — გერმანელი გეოლოგი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ლეოპოლდ ბუხი სწავლობდა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტთან სამთო აკადემიაში, რომელსაც აბრაამ გოტლობ ვერნერი ედგა სათავეში. როგორც ა.გ. ვერნერის მოწაფე ემხრობოდა ნეპტუნიზმს, ხოლო შემდეგ ასეთი პოზიცია უარყო.
დაამთავრა ფრაიბერგის სამთო აკადემია. ბერლინისა (1806) და პარიზის (1840) მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის (1832) საპატიო წევრი.
თავდაპირველად ბუხი თანამიმდევრული ნეპტუნისტი იყო, შემდეგ პლუტონისტებს მიემხრო. მან წამოაყენა კრატერების აზევების ჰიპოთეზა, რის თანახმად ყველა ამაღლება და ქედი შემოჭრილი მაგმითაა წარმოქმნილი. მთათწარმოშობის პროცესი ბუხს თითქმის წუთიერ მოვლენად მიაჩნდა, რაც კატასტროფების თეორიას შეესაბამებოდა. ბუხმა პირველმა დაასაბუთა, რომ ძველთან ერთად არსებობს ახალგაზრდა გრანიტებიც. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს პალეონტოლოგიაში, ასევე იურული ნალექების სტრატიგრაფიის დარგში.
[რედაქტირება] თხზულება
- Gesammelte Schriften, Bd 1—4, В., 1867—85.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ლეოპოლდ ბუხი
- Leopold von Buch: Physicalische Beschreibung der Canarischen Inseln
- Leopold von Buch: Ueber die Zusammensetzung der basaltischen Inseln und über Erhebungs-Cratere
- Leopold von Buch: Ueber einen vulcanischen Ausbruch auf der Insel Lanzerote
- Leopold von Buch: Einige Bemerkungen über das Klima der canarischen Inseln
- Leopold von Buch: Ueber den Pic von Teneriffa
- Hintergrund zu Buchs Kraterforschung
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 597, თბ., 1977 წელი.