ვახანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვახანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ვახანი
კოორდინატები 41°56′35″ ჩ. გ. 43°19′30″ ა. გ. / 41.94306° ჩ. გ. 43.32500° ა. გ. / 41.94306; 43.32500
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 381[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვახანი — საქართველო
ვახანი
ვახანი — იმერეთის მხარე
ვახანი

ვახანისოფელი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ზედუბანი, სერბაისი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების საბუღრაოს ქედის ჩრდილო–დასავლეთ კალთაზე. მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მეტრი. ხარაგაულიდან 18 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა და ბაღი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 381 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 594 290 304
2014[1] 381 185 196

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია ვახანის ციხე და კოშკი, ასევე რამდენიმე წმ. გიორგის სალოცავი. ციხე სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი იყო XVIII საუკუნეში. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელაზნაურში, გაფორმდა ტრაქტატი, რომელიც ცნობილია „ელაზნაურის ტრაქტატის“ სახელით. იგი დაიდო იმერეთის მეფე სოლომონ II-სა და რუსეთის იმპერიის გენერალს პავლე ციციანოვს შორის 1804 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II