ბორი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი კიცხი
კოორდინატები 42°02′59″ ჩ. გ. 43°06′59″ ა. გ. / 42.04972° ჩ. გ. 43.11639° ა. გ. / 42.04972; 43.11639
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
ცენტრის სიმაღლე 400
მოსახლეობა 283[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბორი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბორი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ბორი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ბორი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

ბორისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ბორიმელას (ჩხერიმელას შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 10 კილომეტრი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა-პანსიონი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 283 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 475 253 222
2014[1] 283 140 143

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორში გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი სჩანს. 1902–1903 წწ. და 1907–1909 წწ. აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთები. 1938 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ ეს სამარხეული ინვენტარი იყო. 1963 წლის არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, რომ ბორის მიდამოებში ათიოდე ჰექტარზე ბუდეებადაა გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. სამარხები ორი სახისაა: ქვევრსამარხები და ორმოსამარხები. აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი. III საუკუნის ერთ–ერთ თასზე გამოსახულია საკურთხევლის წინ მდგარი ცხენი. თასზე არმაზული წარწერაა: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. ნივთები დაცულია ერმიტაჟში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. I, თბილისი, 2008 წ. გვ. 66.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II