დეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დეისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი მოლითი
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 43°21′00″ ა. გ. / 41.96667° ჩ. გ. 43.35000° ა. გ. / 41.96667; 43.35000
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ადრეული სახელები გდეისი
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 154[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დეისი — საქართველო
დეისი
დეისი — იმერეთის მხარე
დეისი

დეისისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული მოლითი).

მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 720 -ზე,ხარაგაულიდან 20 კილომეტრის დაშორებით.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გდეისის სახელწოდებით, თუმცა იოჰან გიულდენშტედტი სოფელს „დეისს“ უწოდებს. 1711 დეისი ქართლის სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა, რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ — გორის მაზრაში, ხოლო ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ — შორაპნის მაზრაში. სოფელში დგას XIX საუკუნის წმინდა კვირიკეს ეკლესია. ნაგებია ჭალის თლილი ქვის სწორი რიგებით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 154 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 265 118 147
2014[1] 154 72 82

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II