გოლათუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გოლათუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი წიფა
კოორდინატები 42°00′00″ ჩ. გ. 43°24′59″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 43.41639° ა. გ. / 42.00000; 43.41639
ცენტრის სიმაღლე 720
მოსახლეობა 70[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოლათუბანი — საქართველო
გოლათუბანი
გოლათუბანი — იმერეთის მხარე
გოლათუბანი

გოლათუბანისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე, ხარაგაულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება თიხა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 70 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 665
2002[3] 483 236 247
2014[1] 70 32 38

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლათუბანი წერილობით წყაროებში პირველად დამოწმებულია 1711 წელს. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზეც (1743). მას მოიხსენიებს აგრეთვე გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი.

1711 წელს გოლათუბანი სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1751 წელს ვახუშტი აბაშიძემ გოლათუბანი გაათავისუფლა ყოველგვარი გამოსაღებლისაგან და ამავე სოფელში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის სამსახური დააკისრა. ქართლ-კახეთის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ შემდეგ სოფელი გორის მაზრას ეკუთვნოდა, ხოლო 1846 წლიდან — შორაპნის მაზრას.

გოლათუბანში შემორჩენილია კირქვით ნაგები XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია და ნამოსახლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II