ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაშე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ლაშე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ლაშე
კოორდინატები 42°03′28″ ჩ. გ. 43°10′32″ ა. გ. / 42.05778° ჩ. გ. 43.17556° ა. გ. / 42.05778; 43.17556
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 360
მოსახლეობა 395[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

ლაშესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი. ხარაგაულიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 452 213 239
2014[1] 395 192 203

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, გაითხარა 1926-1931 წლებში, ნაპოვნია 4 კულტურის ფენა, რომელთაგანაც ზემოდან მესამე ფენა შეიცავდა ადამიანის ცხოვრების ნაშთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II