ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხევი.
სოფელი
ხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ხევი
კოორდინატები 42°05′40″ ჩ. გ. 43°24′37″ ა. გ. / 42.09444° ჩ. გ. 43.41028° ა. გ. / 42.09444; 43.41028
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ხევისჯვარი
ცენტრის სიმაღლე 520
მოსახლეობა 243[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

ხევისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გრიგალათი, ციცქიური, წაქვა). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი. ხარაგაულიდან 47 კილომეტრი. სოფლის ძველი სახელწოდებაა ხევისჯვარი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3]. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესია „ნებიერი“ და XIX საუკუნის ეკლესია.

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 243 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 269 137 132
2014[1] 243 123 120

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]