ბჟინევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბჟინევი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბჟინევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ხუნევი
კოორდინატები 42°04′45″ ჩ. გ. 43°19′40″ ა. გ. / 42.07917° ჩ. გ. 43.32778° ა. გ. / 42.07917; 43.32778
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 49[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბჟინევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბჟინევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ბჟინევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ბჟინევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

ბჟინევისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის თემში). სოფლის განაპირას დგას სავარაუდოდ XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 86 45 41
2014[1] 49 28 21

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„კუალად ფონას ზეით და სურამის დასავლით ლიხის მთას გასდის ხეფინის-ხევის წყალი და მიერთვის ძირულას აღმოსავლეთდამ, ხოლო ძირულა გამოსდის მთასა პერანგას და დის ღოდორამდე სამხრით და მუნიდამ მომრგვალვით დასავლეთად. არამედ არს მეტყვილამდე ქართლისა და უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ხეფინის-ხევსა... ამ ვერტყვილის ხევს ზეით ერთვის ძირულას ბჟინევის-ხევი“

მდებარეობს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელას წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე (მთა ტყემთის ჩრდილოეთ–დასავლეთ კალთის ძირას). მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 820 მეტრი. ხარაგაულიდან 40 კილომეტრი. სოფელი საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ს დაშორებულია 7 კილომეტრით.

სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი გედსამანია, დასავლეთით - ამაშუკეთი, სამხრეთ-დასავლეთით - ღორეშა და საქასრია, ჩრდილოეთით - ვერტყვიჭალა.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჟინევში ჰავა ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ნალექების წლიური ოდენობაა 1800 მლ.

ბჟინევს ეკვრის მთები: ანგეთის, მიქირვის და კოდარას. ნიადაგი ძირითადად თიხნარია. ასევე არის ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები, სუბალპური მდელოები.

სოფლის დიდი ნაწილი ტყეა. ტყეში გვხვდება წაბლი, წიფელი, რცხილა, თელა, მუხა, ნეკერჩხალი, ლეკის ხე, ცაცხვი, თხმელა, კოპიტი, აკაცია, თხილი, შქერი, იელი, ბაძგი, ეკალი, წყავი, ზღმარტლი, ასკილი, კუნელი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ლეღვი, ძაღლყურძენა, შინდი, კაკალი, თამელი და ა.შ. ტყეში უამრავი სოკო იცის: ნიყვი, მიქლიო, ქამა, მანჭკვალა, ხის სოკო და სხვა.

შიდა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში ჩამოედინება მდინარე ბჟინეურა. ადიდება იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულში და შემოდგომაზე. მისი შენაკადებია შავღელე, წითელღელე, კოდარულა, ორბია, ჯღოლა, შავწყალა, წყალწითელა, მიქირვა. მდინარეებში ბინადრობენ კალმახები. მდინარესა და მის შენაკადებზე აგებულია მიკროელექტროსადგური და წისქვილები.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჟინევის ტყეებში ბინადრობენ: ტურა, მელა, მგელი, კვერნა, შველი, ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, გარეული ღორი, მაჩვი, კურდღელი, ციყვი, თრია, დედოფალა, მწყერი, კოდალა, ოფოფი, ქორი, ყვავი, ყორანი, მიმინო, შაშვი, ჩხიკვი, ქედანი და სხვა.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლების: ბჟინევის, გედსამანიისა და საქასრიის საზღვრებზე აღმოჩენილია თეთრი, შავი და წითელი მარმარილოს მარაგი, აგრეთვე აზბესტის საბადო. ბჟინევის მარმარილოთი მოპირკეთებულია ხაბაროვსკის მეტროს ერთ-ერთი სადგური. ამჟამად მისი წარმოება არ ხდება. ადრე სოფელში მოიპოვებენ და ამუშავებდნენ კირქვას. შემორჩენილია კირის გამოსაწვავი ღუმელების ნაშთები და ქვები, ასევე ტოპონიმები: ნასაკირალი, ნასაკირები და საკირეები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჟინევში მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, კერძოდ მეღორეობას, ასევე მევენახეობას და მეფუტკრეობას. მოჰყავთ მცირე რაოდენობით სიმინდი, ლობიო, სოიო. ვაზის ჯიშებიდან გავრცელებულია იზაბელა. ამზადებენ სამერქნე შეშას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II