ვარსკვლავური გზა: შურისგება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავური გზა: შურისგება
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
რეჟისორი სტიუარტ ბერდი
პროდიუსერი რიკ ბერმანი
სცენარის ავტორი მაიკლ პილერი
როლებში პატრიკ სტიუარტი
ჯონათან ფრეიკსი
ბრენტ სპაინერი
ლევარ ბარტონი
მაიკლ დორნი
გეითს მაკ-ფედენი
მარინა სირტისი
კინოსტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 3 დეკემბერი 2002
ხანგრძლივობა 116 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წინა: ვარსკვლავური გზა: აჯანყება
საიტი: ოფიციალური საიტი
IMDb პროფილი

ვარსკვლავური გზა: შურისგება (ინგლ. Star Trek: Nemesis) — მეათე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში.

სიუჟეტი[რედაქტირება]

პლანეტა რომულზე სხდომის დროს ამოქმედდა უცნაური მოწყობილობა, ლომელმაც დახოცა ყველა საბჭოს წევრი.

პლანეტა კოლარუს 3-ზე პოულობენ ანდროიდს რომელიც დეიტას იდენტურია. იგი აღმოჩნდება დეიტას პროტოტიპი — B-4. პიკარს მოსდის შეტყობინება რომ რომულანები იწვევენ მას მოლაპარაკებებზე. მათი წარმომადგენელი — შიზონი, აღმოჩნდება პიკარის კლონი, თუმცა მასზე გაცილებით ახალგაზრდა. იგი უყვება პიკარს რომ იყო საიდუმლო გეგმის ნაწილი, მას უნდა ჩაენაცვლებინა პიკარი. კლონი იტაცებს პიკარს ოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც სჭირდება საკუთარი სიციცხლის გადასარჩენად. B-4 ამასობაში აგროვებს ცნობებს რომულანებისთვის.

შიზონის ხომალდს გარდა შენიღბვისა და დიდი რაოდენიბით შეიარაღებისა აღჭურვილია საიდუმლო იარაღით, რომლითაც გაანადგურეს საბჭო. „ენტერპრაიზი“ მარცხდება ბრძოლაში, მაგრამ შიზონი არ აპირებს მის განადგურებას, მას სჭირდება პიკარი ცოცხალი, ამიტომაც იგი აგზავნის დესანტს. პიკარი აზიანებს მტრის ხომალდს. შიზონი აპირებს გამოიყენოს საიდუმლო იარაღი და გაამადგურის ჯერ „ენტერპრაიზი“, ხოლო შემდეგ დედამიწა

პიკარი გადადის შიზონის ხომალდზე და ბრძოლაში კლავს მას. დეიტა იყენებს ტელეპორტატორს, აგზავნის პიკარს „ენტერპრაიზზე“ და ანადგურებს იარაღს. აფეთქების შედეგად ხიმალდი დეიტასთან ერთად ნადგურდება.

ფილმის მოქმედება მიმდინარეობს 2379 წელს.

როლებში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]